28 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"ახლა მომახსენეს ეს ამბავი, მოვიკითხავ" - შს მინისტრი თეა წულუკიანისა და "მთავარი არხის" ჟურნალისტის ინციდენტზე

კულტურის მინისტრმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. აღნიშნულთან დაკავშირებით 112-ზე შეტყობინება შევიდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, მომხდარის შესახებ ცოტა ხნის წინ შეიტყო და თემით დაინტერესდება. 

"სიმართლე გითხრათ ახლა მომახსენეს ეს თემა. მე არ მინახავს რეალურად, რა მოხდა. მოვიკითხავ, დაზუსტებით ვერ გეტყვით ზუსტად რა მოხდა. მითხრეს რომ შემოვიდა შეტყობინება ამ ფაქტზე. გავერკვევით აუცილებლად," - განაცხადა ვახტან გომეალურმა "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები