28 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აიკრძალა - კომპანია ვალდებული იქნება თანამშრომელთა პასუხისმგებლობის სახეები ინდივიდუალურად განსაზღვროს

შრომის ინსპექციამ სამუშაო ადგილებზე მიყენებულ ზიანზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალა. ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს.

ცირა კვარაცხელია ერთ-ერთი დაზარალებულია, მათ შორის, ვინც დამსაქმებლის მოთხოვნებს არ დაეთანხმა და სამსახურიდან გაათავისუფლეს. საქმე ეხება შრომის შინაგანაწესში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, დასაქმებული დამსაქმებლისთვის მიყენებულ ზიანზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებდა. უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. საქმე მის სასარგებლოს გადაწყდა.

პრობლემა კარგად ნაცნობია პროფკავშირების გაერთიანებისთვის. ქსელური მარკეტებში დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის მიმართულებით არაერთ საქმეზე უმუშავიათ. ამბობენ, რომ დასაქმებულებს აღებული ვალდებულებების შესრულება, ხშირ შემთხვევაში, კერძო საკუთრებით უზრუნველყოფითაც უხდებოდათ.

დღის ამბები