28 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
ოფიციალური ბაქოს პროვოკაციული ნაბიჯები სომხეთს ახალ საფრთხეს უქმნის - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალური ბაქოს პროვოკაციული ნაბიჯები და მაქსიმალისტური მისწრაფებები სომხეთს ახალ საფრთხეს უქმნის.

ეს განცხადება ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ასევე, მან ხაზი გაუსვა რუსეთის როლის მნიშვნელობას კონფლიქტის მოგვარებაში.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი მხარს უჭერს ორივე მხარის სამხედრო დანაყოფების ერთდროულად გაყვანას და რეგიონში რუსი სამხედროებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ სწორედ ამან შეიძლება შექმნას საჭირო პირობა საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციისთვის.

დღის ამბები