28 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
ცდა მეორე - პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარის და წევრების პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს დღეს კენჭს კიდევ ერთხელ უყრის

ცდა მეორე - პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარის და წევრების პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს დღეს კენჭს კიდევ ერთხელ უყრის. დეპუტატებს დამატებით 3 ცდა აქვთ. თუ 100 ხმა ისევ ვერ შეგროვდება, კანონის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს 6 თვით აირჩევენ, ამისთვის კი 76 ხმა საკმარისია.

პირველ კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცენტრალური სარჩევნო კომისიის წევრად "ქართული ოცნება" გია ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს უჭერს მხარს. გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად მმართველი გუნდი კანდიდატების პროფესიონალიზმს ასახელებს.

დღის ამბები