28 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს პარლამენტი კენჭს კიდევ ერთხელ უყრის - ოპოზიცია მხარდაჭერას კვლავ არ აპირებს

ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს კენჭს პარლამენტი კიდევ ერთხელ უყრის. საკანონმდებლო ორგანოში განწყობები უცვლელია - ოპოზიცია წარდგენილ სიას მხარს ისევ არ დაუჭერს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები დროებით, ექვსი თვის ვადით დაინიშნებიან.

"ქართული ოცნების" ოპონენტების თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობებზე მოქმედი თანამშრომლების დანიშვნა სურათს არ შეცვლის, შესაბამისად, კითხვები, რომელიც ცესკოს მიმართ იყო, ძალაში რჩება.

კრიტიკა არ არის ობიექტური მმართველი გუნდისთვის.

დღის ამბები