28 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
რაში ამხილა ჯიმ რიშმა ქართული პოლიტიკური პარტიები და რას ცვლის აშშ-ის სახედეპში კარენ დონფრიდის დანიშვნა საქართველოსთვის

კიდევ ერთი კრიტიკული პოლიტიკური გზავნილი ვაშინგტონიდან, რომელიც სენატორ ჯიმ რიშს ეკუთვნის - მისი პოლიტიკური განცხადებების სამიზნე მხოლოდ ოფიციალური თბილისი არ ყოფილა, ჯიმ რიშმა საგარეო კომიტეტის მოსმენაზე ერთი საინტერესო დეტალიც გაიხსენა, სახელობითად არ ჩამოთვალა, თუმცა ღიად განცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ვაშინგტონში ჩასვლისას სენატორებს საკუთარ პოლიტიკურ თამაშებში ჩართვასა და მხარდაჭერას სთხოვენ. 

გავლენიანი პოლიტიკოსის განცხადებებს გამოეხმაურა კარენ დონფრიდიც, სენატორი მალე ბაიდენის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტში ერთ-ერთ სტრატეგიულ პოზიციას დაიკავებს. დონფრიდმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს შეუერთდნენ 19 აპრილის შეთანხმებას.  

დღის ამბები