28 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
რას აცხადებს საქართველოს შესახებ კარენ დონფრიდი, რომელიც აშშ-ის სახდეპში სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოსტს დაიკავებს

"უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის აგრესიას მეზობლების წინააღმდეგ, გვერდით უნდა დავუდგეთ უკრაინელ, ქართველ და ბელორუს ხალხს," - ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა კარენ დონფრიდმა განაცხადა. 

კარენ დონფრიდმა სენატში რუსულ საფრთხეებზე და საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. ის სახელმწიფო დეპარტამენტში მალე სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოსტს დაიკავებს.

"ჩვენ მტკიცედ უნდა აღვუდგეთ წინ, რუსეთის ფართომასშტაბიან დამაზიანებელ ქმედებებს და ამასთანავე გავაცნობიეროთ, რომ არსებობს საერთო ინტერესის სფეროები, რომლებშიც შესაძლოა თანამშრომლობა. მოკავშირეები და პარტნიორები ერთად უნდა მუშაობდნენ, დემოკრატიების და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამომთხრელი კრემლის მცდელობების შესასუსტებლად. ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის აგრესიას მისი მეზობლების წინააღმდეგ და გვერდით დავუდგეთ უკრაინელ, ქართველ და ბელორუს ხალხს. ჩვენ უნდა დავიცვათ ადამიანის უნივერსალური უფლებები, მათ შორის რუსეთში. კრემლის მიერ ოპონენტების დევნა, მათ შორის, როგორიც ალექსეი ნავალნია, ღრმა შეშფოთებად რჩება," - განაცხადა კარენ დონფრიდმა.

დღის ამბები