28 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
ბოლო 3 კვირის განმავლობაში 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა, შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა. 

"საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქად მიმდინარე. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც, საუბედუროდ, 2 გარდაცვალების შემთხვევაც დაფიქსირდა ახალშობილებში," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ბავშვებისთვის ქვეყნის მასშტაბით 350-მდე საწოლია მობილიზებული.

დღის ამბები