28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
სხვადასხვა პარტია ცდილობს ჩაგვითრიოს და მხარე დავიჭიროთ, ჩვენ არ ვაპირებთ მხარეები ავირჩიოთ - სენატორი რიში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში თანაშემწეობის კანდიდატების მოსმენაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, აშშ არ აპირებს საქართველოს პოლიტიკურ მანევრებში ჩაერთოს და მხარე აირჩიოს. როგორც სენატორი ამბობს პოლიტიკოსებმა გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღონ:

"სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. ბოლო კვირების განმავლობაში 50-ზე მეტ ჟურნალისტს სცემეს - ერთ-ერთი მათგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ასევე რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ დანიშნეს. ვიცი, რომ სენატორი შაჰინი იზიარებს ჩემს შეშფოთებას, ჩვენ არაერთი დისკუსია გვქონდა ამის შესახებ. იმედი მაქვს, იმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

- მე და ამ კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულნი ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში 2012 წლის ოქტომბერში ვიმყოფებოდით , როდესაც არჩევნები ჰქონდათ და რომლის შესახებაც ვფიქრობდით, რომ ახალი დასაწყისი იქნებოდა. მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რაც იქ ხდება. ისინი ყოველთვის ჩამოდიან ვაშინგტონში, სხვადასხვა პარტია და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენ ჩაგვრთოს და მხარე დავიჭიროთ მათ პოლიტიკურ მანევრებში, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, და ჩვენ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ არ ვაპირებთ მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ ისინი ვერ აღწევენ დიდ პროგრესს,"- განაცხადა ჯიმ რიშმა.

დღის ამბები