28 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ, აზიანებდა ქვეყნის განვითარებას, თუმცა, არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც ვისმენთ ტელეეთერებიდან - კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე, მმართველი გუნდის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მიმართა. 

კახა კალაძემ დაგმო ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც, მისი თქმით, სხვადასხვა ტელევიზიის ეთერიდან წლებია ისმის. 

"მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც, ჩვენს ქალაქში, სამწუხაროდ, განვითარდა 5 ივლისს.

რასაკვირველია, ძალადობა და სიძულვილი კლავს ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და ყველა ის ადამიანი, ვინც 5 ივლისს გიმეტებდათ თქვენ, გირტყამდათ, ძალადობდა, აზიანებდა ქვეყნის განვითარებასა და ჩვენს ხვალინდელ დღეს. ეს დასჯადი ქმედებაა და ეს ყველაფერი სამარცხვინოა.

არანაკლები ბოროტებაა ფსიქოლოგიური ძალადობა, რასაც, სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ტელევიზიიდან, ტელეეთერიდან ადამიანების დამცირებას, ცილისწამებას, მათ ბულინგს - მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური, თუ სხვა ნიშნის გამო.

ამიტომ, როდესაც ხვალინდელ თბილისზე ვსაუბრობთ, ყველას სურვილი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი - დავამარცხოთ სიძულვილი და ერთმანეთის მტრობა,"- აღნიშნა კალაძემ. 

დღის ამბები