ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი, სახიფათო "ლამბდა" შტამი ვრცელდება.
ჯანმოს საშიში დაავადებების ქვედანაყოფის უფროსის, მარია ვან კერკხოვეს განცხადებით, ახალი ვარიანტი უკვე მსოფლიოს 30 ქვეყანაში ცირკულირებს, შტამი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშია გავრცელებული.
პირველად "ლამბდა" შტამი პერუში გავრცელდა. ის ბრაზილიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს და ვირუსის ეს ვარიანტი გავრცელების მაღალი სიჩქარის გამო საშიშ შტამებში შეიყვანეს.