28 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში - ამირან გამყრელიძე ეპიდვითარების გაუარესებაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით ეპიდსიტუაციის მიხედვით, საქართველო ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში გადავიდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ყველა ინდიკატორი რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს გაუარესებულია. ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე სადღაც 17 მაისს. ასევე დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის მსგავსი რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის დასაწყისში. ამიტომ ეს ძალზე საყურადღებოა, ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. ანუ ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები