28 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
21 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ უბნების ჩამონათვალი

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, 21 ივლისს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს დროებით შეეზღუდება:

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო ისნის რიონში11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, მაჭარის და სოლომონ ბრძენის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კიკეთის, ბეთანიის და დიდების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კაკაბაძეების ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

 ინფორმაციას "თელასი ავრცელებს.

დღის ამბები