28 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ვის ეხება დაწესებული აკრძალვები - დღეიდან ქვეყანაში ახალი რეგულაციები მოქმედებს

გაუარესებული ეპიდვითარების გამო, თავშეყრის გარკვეულ ადგილებში ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვები ისევ დაწესდა.

დღეიდან კონფერენციებსა და სემინარებზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ PCR ტესტირებით. იგივე პირობა უნდა დაიცვან მოზარდების სპორტული ტურნირების და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების დროს.

საერთოდ აიკრძალა ბანაკები. ისინი, ვისაც რეგულაციები შეეხოთ, გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

ტურნირების და სემინარების ორგანიზატორების თქმით, ახალი წესები გაცილებით დიდ ფინანსურ ხარჯს და დროს მოითხოვს, რაც მათ საქმიანობას, ფაქტობრივად, აჩერებს.

ახალ რეგულაციას აკრიტიკებენ ბანაკების უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლები.

 

 

 

დღის ამბები