28 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
გვაერთიანებს არამარტო ევროკავშირისკენ სწრაფვა, არამედ სურვილი, რომ ეს გზა ამ ტრიომ ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ - ვოლოდიმირ ზელენსკი​

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ევროინტეგრაციის გზაზე, როცა მათ ერთად განაცხადეს იმ საერთო მიზნის შესახებ, რაც ევროკავშირის წევრობას გულისხმობს.

მან აქცენტი რუსეთის აგრესიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ კრემლიდან მომდინარე შეტევებს "ტრიო" ერთობლივი ძალებით უნდა ებრძოლოს. 

"საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ევროპისადმი მისწრაფების კონტექსტში, პირველად შევიკრიბეთ და განვაცხადეთ საერთო მიზნების შესახებ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ. გვაერთიანებს არამარტო მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ეს გზა ამ ტრიომ ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ და ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ ევროპულ ინტეგრაციას. ეს სამიზნე წერტილი მიღწევადია. ჩვენ დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ, რადგან ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ გზაზე წარმატებით ვიაროთ.

ეს მისწრაფება გვაერთიანებს უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ყველაზე მნიშვნელოვანი  ჩვენთვის არის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

დღის ამბები