28 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
არ მგონია, რომ პრეზიდენტი მიშელი სრულფასოვნად აღიქვამს, რამდენად მძიმე ვითარებაა - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოში ვიზიტად მყოფი შარლ მიშელის განცხადებებიდან გამომდინარე, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი  სრულფასოვნად ვერ აღიქვამს, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა ქვეყანაში.

"მე არ მგონია, რომ სრულფასოვნად აღიქვამს პრეზიდენტი მიშელი, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მის გამოსვლაში ზედიპლომატიურ ენაზე, ყველა პრობლემაზე იყო საუბარი, როგორც იმ უმძიმეს ამბებზე, რაც მოხდა ამ ბოლო კვირაში, ვგულისხმობ მედიაზე თავდასხმას, აქტივისტებზე თავდასხმას, უმცირესობის უფლებებს, ისიც თქვა, ნუ მიიჩნევთ ამას მეორეხარისხოვან პრობლემად და რომ სასამართლოს საკითხი საკვანძო იქნება ტექნიკური დახმარებისთვის, რაც პოლიტიკური საკითხია და მართლაც მძიმე ამბავია, რომ საქართველო იხილება. დაგვაკლდა დრამატულობის აღქმა ვითარების, რამდენად სარისკო ვითარება არის საქართველოში. ნორმალურობის განცდა საერთო ჯამში, ეს არის მოტყუება თავის, ყველა ჩვენი მოკავშირისთვის და მე ვწუხვარ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, თავისი განცხადებებით, ამას ხელს უწყობს ძალით, თუ უნებურად,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შარლ მიშელი ამ წუთებში ბათუმში საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, რომელიც დღეს, 19 ივლისს, გაიხსნა.

დღის ამბები