28 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
"ორჯერ დაიბარა რუსთავის მერმა და სთხოვა თავისი ინიციატივით დაეწერა განცხადება" - ISFED-ი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევაზე

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევაზე საუბრობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსთავის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის თანამშრომლის, ნინო ქვირიას გათავისუფლების საფუძველი ხელოვნურად შეიქმნა.

თავად ქვირია პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. რუსთავის მერიაში კი სოციალურად დაუცველთა პროგრამის არაეფექტიან მართვასა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.

"დევნა დაიწყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში და ამ პერიოდის შემდეგ ორჯერ დაიბარა რუსთავის მერმა და სთხოვა თავისი ინიციატივით დაეწერა განცხადება, რადგან ნინომ უარი განაცხადა პოლიტიკური ნიშნით გარკვეული ქმედებების განხორციელებაზე," - განაცხადა ISFED - ის აღმასრულებელი დირექტორმა ნინო დოლიძემ.

დღის ამბები