28 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტი 27.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტი 27.6%-ით გაიზარდა. მათივე ცნობით ექსპორტი რეექსპორტის გარეშე , მთლიანი ექსპორტის 73.1%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.6 %-ით გაიზარდა და 1 377.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ამასთან, 2021 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.8% შეადგინა. 2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი.

2021 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 391.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.4 %-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 186.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.5 %), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 103.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.5%).

დღის ამბები