28 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
დღეს თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ ის, ვინც უმცირესობაზე ძალადობას უმრავლესობის ნების აღსრულებით ამართლებს - ჟურნალისტები მიშელს მიმართავენ

მედიის წარმომადგენლები თბილისში მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ და ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

მედიამენეჯერები და ჟურნალისტები შარლ მიშელს მიმართავენ და 5-6 ივლისის მოვლენებს ახსენებენ.

ჟურნალისტ ეკა მიშველაძის თქმით, ევროკავშირის დროშის დაწვა საგარეო კურსის სიმბოლურ გზავნილად იქცა.

"დღეს თქვენ დემოკრატიაზე გესაუბრებათ ის, ვინც უმცირესობაზე ძალადობას უმრავლესობის ნების აღსრულებით ამართლებს, ვინც 5 და 6 ივლისს საშუალება მისცა მოძალადე ჯგუფებს, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოეხიათ და დაეწვათ. დროშის დაწვა კი საგარეო კურსის სიმბოლურ გზავნილად ექცია,"- აცხადებს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე. 

დღის ამბები