28 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
მართლმსაჯულების რეფორმა მთავარი ნაწილია შეთანხმების და წინაპირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიმართ მისი მთავარი გზავნილია, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი, რათა საქართველომ თავისი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს.

"დღეს მე ვეწვიე საქართველოს იმისთვის, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ასევე, შეხვედრას ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორების ლიდერებთან - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ლიდერებთან შესახვედრად. ამ შემთხვევაში, მე მქონდა შესაძლებლობა იმისა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებს შევხვედროდი იმისთვის, რომ მათთან ერთად განგვეხილა ის მოვლენები, რომელიც ხდებოდა საქართველოში და ასევე, 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება. 

ჩემი მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი საქართველოში არის, რომ 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება არის მთავარი გარანტი იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე.

კანონის უზენაესობის კონსოლიდირებული განსაზღვრული წინსვლა ამ მიმართულებით, პოლიტიკური და მართლმსაჯულების რეფორმების გზით არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მართლმსაჯულების რეფორმა არის მთავარი ნაწილი 19 აპრილის შეთანხმებისა და ეს არის წინაპირობა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების საქართველოსადმი. სწრაფი დანიშვნა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებისა, სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა," - განაცხადა შარლ მიშელმა.

დღის ამბები