28 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
საქართველოში ზელენსკის ვიზიტის წინ უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალეს

უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული წყლების უკანონო გადმოკვეთისთვის იყვნენ დაკავებულები, შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდნენ, აღნიშნული ინფორმაცია  "კურიერთან" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ დაადასტურა.

გავრცელებული ცნობით, მეზღვაურების გათავისუფლება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უშუალო ჩართულობით მოხდა, რომელიც დღეს ბათუმში კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოდის. 

შეწყალების აქტის გამოცემის საკითხზე ოფიციალური კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამასთან დაკავშირებით ტვიტერზე დაწერა.

"2020 წლის ნოემბრიდან ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების იური ხომიჩისა და ვოლოდიმირ დიაჩენკოს გათავისუფლებაზე. დღეს საქართველომ ისინი ციხიდან გაათავისუფლა. მადლობელი ვარ ქართული მხარისა ამ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც შეესაბამება ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე, ვოლოდიმირ დიაჩენკო და იური ხომიჩი, ასევე მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი 28 ნოემბერს დააკავეს. 14 ივლისს კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

დღის ამბები