პირს, რომელსაც ლექსო ლაშქარავასთვის ჰეროინის მიყიდვაში ადანაშაულებენ, დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება. 34 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ფონიჭალაში გუშინ აიყვანეს. ჩატარდა ჩხრეკაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.