28 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში ინფიცირებულების ადგილები აღარ არის - ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მძიმდება

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმდება. ვირუსმა საზოგადოებაში მასობრივი გავრცელების სახე მიიღო. კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში ინფიცირებულების ადგილები აღარაა.

რეგულაციების მოხსნის თავისებურმა გაგებამ და ე.წ. ვალდებულებებისგან გათავისუფლებამ ზუსტად 3 კვირაში სტატისტიკის გაორმაგება გამოწვია.

გაზრდილია სამედიცინო დაწესებულებებში მძიმე პაციენტების რაოდენობაც. როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც საფრთხეებს დელტა შტამი ქმნის.

სპეციალისტები გადარჩენის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პირველ კომპონენტად ვაქცინაციას ასახელებენ.

საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია 2 კვირაა დაიწყო. სრულად 18 წელზე მეტი მოსახლეობის 4,5% -ია აცრილი, იმავე ასაკობრივ ჯგუფში ერთჯერადად 7,8 %. თუ ვაქცინაციის ტემპი არ მოიმატებს და მოხსნილი რეგულაციების ფონზე ეპიდკონტროლი შეუძლებელი გახდება, საკოორდინაციო საბჭოს, შესაძლებელია, შემსუბუქებული ზომების გადახედვა მოუხდეს.

დღის ამბები