28 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
გადაწყვეტილება მიღებულია- საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ცესკოს 2 წევრის პოსტი ისევ ვაკანტურია

გადაწყვეტილება მიღებულია- საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ცესკოს 2 წევრის პოსტი ისევ ვაკანტურია. რეგლამენტით გათვალისწინებული მაღალი კვორუმის პირობებში ხმების საჭირო რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. 

დღევანდელი კენჭისყრის შედეგების მიხდვით გაირკვა, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების კანდიდატურებს დასამტკიცებლად საჭირო 100 ხმა, ვერც მომავალ რიგგარეშე სხდომაზე ექნებათ. ამის შემდეგ დეპუტატებს კიდევ 2 შანსი რჩებათ - ან 90 მხარდამჭერის მობილიზება მოახერხონ, ან, ოპოზიციის დახმარების გარეშე, მეოთხე მცდელობაზე უბრალო უმრავლესობით 76 ხმით თავმჯდომარესთან ერთად 2 წევრიც აირჩიონ, თუმცა ეს არ იქნება სრული ვადა და ისინი პოსტებს დროებით, 6 თვით დაიკავებენ.

დღის ამბები