28 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
რამდენჯერ შეიძლება აქციის იმედად იტყუებდეს თავს ზოგი ოპოზიციონერი, თუ ჟურნალისტი - დავით ბერძენიშვილი

"ერთჯერადი აქციის სასოწარკვეთილ იმედად ყოფნა სირცხვილია!" - "რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელი, პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი მედიის წარმომადგენლების მიერ დაანონსებულ აქციას მორიგ აბსურდად და თავის მოტყუებად მიიჩნევს.  

"რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე აკვიატების ტყვეობაში, მორიგი ( ამჟამად, რომ ისაა გამოცხადებული ერთადერთი და განუმეორებელი, ყველაფრის გადამწყვეტი )აქციის იმედად იტყუებდეს თავს ზოგი ოპოზიციონერი, თუ ჟურნალისტი?

რა შარლ მიშელის დოკუმენტი და პროცესი ჩაიშალა? ეს რომ უნდათ, გაიხადონ ახლა პოლიტიკის და მედიის მთავარ დღის წესრიგად...

ყოველგვარი მობოდიშების გარეშე ვიტყვი - 150 არჩეული მანდატის მფლობელთაგან 148(ზუსტად 99%), ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობის სახელით პარლამენტშია. სწორედ მიშელის პროცესის შედეგად და იმედად მოიქცა ასე ოპოზიცია.

ზოგისთვის კი უკანა რიცხვით საკუთარი არაადეკვატურობის გამართლება პოლიტიკური დეკვალიფიკაციის ჯიუტი დემონსტრირებაა, სამწუხაროდ.

ხვალინდელი აქცია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რამდენიმე დღის წინანდელი იყო. არც მეტია და არც ნაკლები.

ასე ძნელია, სიმართლეს, რომ თვალი გავუსწოროთ? ხვალ საღამოს მოვუბრუნდეთ ამ მოლოდინს.

5-6 ივლისის გამოსაძიებელი საპარლამენტო კომისია ოპოზიციის ხელმძღვანელობით არაფერს მოიტანსო, გვითხრეს.

წინასწარ მისი დისკრედიტაციის მცდელობა იმათგან, ვის ხელშიც იყო სარალიძის კომისია წინა მოწვევის პარლამეტში, სრულიად გაუგებარია....ჩემთვის ეს პოლიტიკური დეკვალიფიკაციაა.

თუ მაინც შარლ მიშელის პროცესის ავანგარდში ვინც ჩადგა, ვინც სამართლიანად გარისკა და დასავლეთის დახმარებით სწორედ საპარლამენტო ბერკეტების ამუშავებას გეგმავს, იმას უნდა დაუპირისპირდე?

მორიგი არაკვალიფიციურობაა, მეტი რომ არ ვთქვათ.

პარლამენტში მყოფი ოპოზიციიდან ერთი ფრაქციის სალაპარაკოა მხოლოდ ანაფორიანი მოძალადეების მხილება? არა ხომ?

სირცხვილია.

მრავალსვლიანი, მრავალკომპონენტიანი, საკმაოდ ხანგრძლივი ბრძოლის ეპოქაში ვართ. ერთჯერადი აქციის სასოწარკვეთილ იმედად ყოფნა სირცხვილია!

გავიაზროთ ეს!" - წერს დავით ბერძენიშვილი. 

დღის ამბები