28 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
დაპაუზდება, თუ არა მოსამართლეების არჩევის პროცესი - "დაფიქრება გვმართებს, კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ"

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით უცნობია შეჩერდება, თუ არა მოსამართლეების შერჩევის პროცესი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გამოთქმული კრიტიკისა და შეშფოთების ფონზე.

"ვერ გეტყვით ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილებები იქნება დაპაუზდება, თუ არა მოსამართლეების არჩევის პროცესი არ ვიცი.

ვფიქრობ ამაზე დაფიქრება გვმართებს და კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ. ამაზე ცალსახად რომ ვთქვათ,  აუცილებლად და გარდაუვლად უნდა შეჩერდეს, ამის მიზეზი არ არსებობს.

ჩემთვის, როგორც იურისტისთვის მიზეზი სანქციების ამოქმედებისთვის არ არსებობს. ოპოზიციას და ოპონენტებს კი უნდათ, როგორმე ისე წარმოჩინდეს ქვეყანა როგორც სხვა ქვეყნები ვისაც სანქციები უწესდება, მაგრამ რომ გავავლოთ პარარელები არ ემთხვევა არაფერი. 

არ არის აქ მიღებული არცერთი ისეთი გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება ვინმეს ის ათქმევინოს, რომ სანქციების ენით ესაუბროს პარტნიორს,"- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. 

დღის ამბები