28 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წევრები შარლ მიშელს შეხვდებიან

შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის დროს, დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდებიან. ამის შესახებ ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. 

როგორც სალომე სამადაშვილი ამბობს, შეხვედრა შარლ მიშელთან სავარაუდოდ მომავალ ორშაბათს შედგება. 

"შეხვედრა იქნება. მიშელის დოკუმენტის ხელმომწერ ოპოზიციასთან შეხვედრა შედგება მისი ვიზიტის დროს. ის მოკლე ვიზიტით არის, ამიტომ, სავარაუდოდ, ეს იქნება მომავალ ორშაბათს.

ამ ეტაპზე, ჩვენ პრინციპული შეთანხმება მიღწეული გვაქვს იმაზე, რომ ეს შეხვედრა ფიზიკურად გაიმართება, იმიტომ, რომ აღნიშნულ კონფერენციაზე, რომელზეც ის ჩამოდის, ჩვენ დისტანციურ რეჟიმში ვერთვებით კოვიდის გამო, ამიტომ, ლოჯისტიკურად იყო ბევრი საკითხი მოსაგვარებელი.

საერთოდ, ევროკავშირის სახელით განცხადება როდესაც კეთდება, ეს ითვლება, რომ საკმარისია და ცალკეული ქვეყნები აღარ აკეთებენ განცხადებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტოდ, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ, რომელსაც მისია გააჩნია საქართველოში, ერთობლივი წერილით მიმართა ბატონ გომელაურს და უთხრა საკუთარი აზრი იმაზე, რაც აქ ხდება. ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმაც კი გააკეთეს განცხადებები, ვნახეთ ევროკომისიის განცხადება. ამიტომ ის ფონი, როდესაც ბატონი მიშელი ბრუნდება საქართველოში, პირდაპირ რომ ვთქვათ, არის ძალიან მძიმე," - ამბობს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები