აშშ სტიქიას ებრძვის - ქვეყანაში ამ დრომდე ვერ ახერხებენ ძლიერი ხანძრის კერების ლოკალიზებას. ქვეყნის მასშტაბით 11 შტატში დამწვარია 400 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია.
რთული ვითარებაა ორეგონში, კალიფორნიაში, აიდა-ჰოსა და მონტანაში. ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა ართულებს.