28 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
"სირცხვილი" - ევროკავშირმა უნგრეთსა და პოლონეთს ლგბტ თემის დისკრიმინაციისთვის სასამართლოში უჩივლა

"სირცხვილი"-ამ სიტყვებით შეაფასა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთისა და პოლონეთის საკანონმდებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ლგბტ თემის უფლებების დისკრიმინაციას ახდენს. ევროკავშირი მხოლოდ სიტყვიერად არ შემოიფარგლა და თავისივე წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უნგრეთის პარლამენტმა კანონი დაამტკიცა, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ლგბტქ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს. ახალი კანონმდებლობით იკრძალება ამავე თემის პოპულარიზაცია და აქტივობების მედიაში გაშუქება.

მსგავსი გზავნილები აქვს ევროკავშირის მიმართ პოლონეთსაც, სადაც 100-ზე მეტმა რეგიონმა თავი -"ლგბტქ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად" გამოაცხადა.

ბრიუსელმა გადაწვეტილების გადასახედად და შესაცვლელად პოლონეთსა და უნგრეთს 2 თვე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიციალური ვარშავა და ბუდაპეშტი ყოველთვიურად დაჯარიმდება.

ლგბტ თემის მიმართ საზოგადოების აზრი ხშირად ორად იყოფა საფრანგეთშიც. აქ გეი პრაიდი კონსერვატიულად განწყობილი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ხშირად ხდება აღშფოთების და პროტესტის მიზეზი.

თურქეთში კი პრაიდის აქციები ხშირ შემთხვევაში ძალადობით სრულდება. მართალია, ქვეყანა ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა NATO-ს წევრობით ოფიციალური ანკარა ვალდებულია ევროპული გაერთიანების ღირებულებებს იზიარებდეს. უმეტეს შემთხვევაში, თურქეთში ლგბტ აქტივისტების ქუჩაში გამოსვლა ძალადობით სრულდება.

დღის ამბები