28 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
აშშ-ის განცხადებები არ არის ნაჩქარევად გაკეთებული, ეს არის ჩვენი შეშფოთების გზავნილები და ძალიან სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული - კელი დეგნანი

ემუქრება თუ არა საქართველოს სანქციები - ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შესახებ აცხადებს, რომ სანქციები, სხვა შესაძლო ბერკეტებს შორის, ერთ-ერთია.

დეგნანი საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.

"თქვენ ალბათ გაეცანით შეერთებული შტატების საელჩოს, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებებს, რომ ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ, რომ ეს პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად ბევრი ჩართულობისა, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი დაპაუზებულიყო.

საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის, მმართველი პარტია, შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე, რაც ჯერ არ განხორციელებულა და სწორედ ამიტომ ვართ იმედგაცრუებულები ამ მოსამართლეების დანიშვნით. პარლამენტს შეეძლო დაეპაუზებინა ეს პროცესი. ვიტყოდი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის განცხადებები არ არის ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები, ეს არის ჩვენი შეშფოთების გზავნილები, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისგან. ეს განცხადებები ძალიან სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული," - განაცხადა კელი დეგნანმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

დღის ამბები