ჰონგ-კონგელი ინტერნეტვარსკვლავი და ინფლუენსერი სოფია ჩონგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 32 წლის ქალი მეგობრებთან ერთად მთაში მდებარე პარკში იმყოფებოდა და ჩანჩქერთან ფოტოს გადაღება გადაწყვიტა, ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა. მაშველებმა ჩონგი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ინფლუენსერს "ინსტაგრამზე" 19000 ფოლოუერი ჰყავს, ის ხშირად აზიარებდა ფოტოებს, სადაც ჩანს, თუ როგორ მიცოცავს კლდეზე, დგას კლდის ნაპირას ცალი ფეხით და ა.შ.
"ინსტაგრამის" მომხმარებლები ხშირად ხდებიან ფოტოგადაღების მსხვერპლები - რამდენიმე დღის წინ, ჩონგის მსგავსად, ჩანჩქერთან ფოტოს გადაღებისას 23 წლის პორტუგალიელი ინფლუენსერი გარდაიცვალა - ის მექსიკაში მოგზაურობისას სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.