28 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
რეანიმაციის საჭიროების მქონე ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია - ივანე ჩხაიძე განმარტავს, როგორ უნდა აიცილონ მშობლებმა შვილების ინფიცირება

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.

"წინა კვირებთან შედარებით, არამხოლოდ მომართვიანობაა გაზრდილი, ყველაზე მნიშვნელოვანი და საგანგაშო გახლავთ, რომ მძიმე პაციენტების წილი არის გაზრდილი. ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის საჭიროების მქონე ბავშვების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.

მინდა აღვნიშნო, რომ 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე არ ყოფილა ასეთი ნაკადი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, არც ბავშვები ყოფილან ხელოვნურ ვენტილაციაზე, ასე რომ, ამ მხრივ მდგომარეობა, ჯერჯერობით, მძიმეა," - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. 

ამასთან, ივანე ჩხეიძე აცხადებს, რომ ერთადერთი შესაძლებლობა თავიდან იქნას აცილებული ბავშვების ინფიცირება, უფროსი ოჯახის წევრების ვაქცინაციაა.

ერთადერთი შესაძლებლობა, მშობლებმა აიცილონ ბავშვის ინფიცირება არის ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია. ის კონტაქტები, რომელიც დღეს არსეობობს, საყოფაცხოვრებო კონტაქტებია და არის ძირითადი წყარო ინფექციის გავრცელების. ეს არ არის საბავშვო ბაღში, სკოლაში მიღებული ინფექცია. ეს არის ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფექცია," განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

გარდა ამისა, მისივე თქმით, თუ ინფიცირების ციფრების მატება არ შეჩერდა და კიდევ უფრო გაიზარდა, ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იქნება, ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნება.

დღის ამბები