28 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
ჯორჯ ბუშის აღიარება - აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის MAP-ის მიცემა მასსა და მერკელს შორის უთანხმოების საგანი იყო

ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ ანგელა მერკელთან დიდი უთანხმოების საკითხი იყო - უნდა მიეცათ, თუ არა საქართველოსთვის NATO-ში გაწევრიანების გეგმა. ამის შესახებ ჯორჯ ბუშმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ მაშინ პოლიტიკაზე წინ გერმანიის კანცლერთან მეგობრობა დააყენა.

"ალბათ უდიდესი უთანხმოება ანგელა მერკელთან იყო, უნდა მიგვეცა თუ არა საქართველოსთვის NATO-ს წევრობის სააპლიკაციო გეგმა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ეს არასწორი ქმედება იქნებოდა. მე ვფიქრობდი, რომ სწორი იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ამის მოგვარება ისე შევძელით, რომ პირად უთანხმოებაში არ გადაზრდილიყო, რადგან პოლიტიკაზე წინ მეგობრობა დგას," - განაცხადა ჯორჯ ბუშმა.

დღის ამბები