სამართალდამცველებმა კოლუმბიაში 6 ტონამდე კოკაინი ამოიღეს. პანამელმა, ამერიკელმა და კოლუმბიელმა პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალებები გემზე ნახეს. კოკაინი კოლუმბიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კრიმინალურ დაჯგუფებას ეკუთვნოდა.
ამოღებული ნარკოტიკების ღირებულება 185 მილიონ დოლარს შეადგენს.