28 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
საერთაშორისო პარტნიორები ზაზა გახელაძის ოკუპანტის ტყვეობიდან გათავისუფლებას ეხმაურებიან

ზაზა გახელაძის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. გაბრიელიუს ლანდსბერგისი განცხადებას Twitter-ზე ავრცელებს და წერს, რომ მიესალმება საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივ მუშაობას.

ზაზა გახელაძის გათავისუფლებას გამოეხმაურა ეუთოში შვედეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობაც.

"მივესალმებით ამბავს, რომ ზაზა გახელაძე გათავისუფლებულია ერგნეთში 13 ივლისს გამართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის შემდეგ,"- ნათქვამია განცხადებაში. შვედეთის წარმომადგენლობა უწყვეტი ძალისხმევისთვის მადლობას უხდის ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს ანიკა სოდერს.

ერგნეთში შეხვედრების მნიშვნელობას უსვამს ხაზს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც საქართველოში, რომელიც ზაზა გახელაძის ტყვეობიდან გათავისუფლებას Twitter-ზე გავრცელებული განცხადებით მიესალმება.

დღის ამბები