28 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
"ბევრჯერ წავიქეცი ქუჩაში, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ გარდაუვალია სავარძელი..." - თინა ხიდაშელი პოსტკოვიდური გართულების შესახებ საუბრობს

პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი რამდენიმე თვის წინ კოვიდით დაინფიცირდა, კლინიკიდან გამოწერის შემდეგ კი მისი მდგომარეობა პოსკოვიდური სინდრომით დამძიმდა. 

საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ის გადაცემა "ექიმებში" საუბრობს. 

"ბევრი ეპიზოდი მქონდა წაქცევის ქუჩაშიც, რაღაც მომენტში მივხვდი, რომ გარდაუვალია სავარძელიც, იმიტომ რომ ეს საშუალებას მაძლევს, რომ გამოვიდე გარეთ თან მეტი სტაბილურობის განცდა გაქვს და შიში გიქრება, რომ წაიქცევი

ყოველ კვირას დამატებითი შეზღუდვა მიჩნდება, წინა კვირას სავარძელში არ ვიჯექი, 1 კვირაა რაც სავარძელში ვზივარ. ამის გარდა, პოსკოვიდური ერთ-ერთი სინდრომი არის დიაბეტი, რომელიც არ მქონია, მაგრამ ახლა მაქვს. ეს სახე ძალიან მაღიზიანებს და სარკეში საერთოდ არ ვიხედები, ახლა შედარებით შემცირებულია, სამი კვირის წინ გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყო. შემცირებულია ვიზუალურად, სინამდვილეში, შიგნით შევიდა ახლა უკვე. ცოტა ვჩიფჩიფებ, იმიტომ რომ ღრძილები დასიებული მაქვს. 

არ ვიცოდი, რომ "ფეისბუქის" მესინჯერს ჰქონია ნაწილი, სადაც მოდის მესიჯები არამეგობრების. ისე მრცხვენია ვერ წარმოიდგენთ, 2 კვირის წინ აღმოვაჩინე 5 თვის განმავლობაში გამოგზავნილი რამდენიმე ათეული ათასი მესიჯი, იცით როგორი გზავნილები? ბევრ ათას ადამიანს ქეჩოთი ვეჭირე და იმ უფსკრულიდან მათრევდა. იმ დღეს დამთავრდა ჩემი ავადმყოფობა, მივხვდი, რომ რაღაც გაგებით, ტყუილად არ მიცხოვრია და ცხოვრება უნდა გავაგრძელო," - ამბობს თინა ხიდაშელი. 

დღის ამბები