28 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
თბილისს ბრიუსელიდან შეახსენეს, რომ ხელისუფლების და პარლამენტის უმთავრეს ვალდებულებებს შორის ერთ-ერთი უმცირესობების დაცვაა

5 ივლისის მოვლენებმა ბრიუსელშიც დიდი ხანია ჩააღწია - ამიტომ, პირველივე შესაძლებლობისთანავე, ქართველი და ევროპელი დეპუტატები სწორედ ამ თემის შეფასებას შეუდგნენ - მიუხედავად იმისა,რომ განხილვის თემა ოპოზიციის უფლებები და ვალდებულებები იყო.

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მთავარი მომხსენებელი ბოლო მოვლენებზე ხელისუფლების რეაგირებით უკმაყოფილო დარჩა, მათ შორის, სესიის მიმდინარეობის დროს.

საკუთარი პოზიციების გამოთქმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც სცადეს, თუმცა, იმის გამო, რომ შეხვედრის მთავარი თემა სულ სხვა რამეს ეხებოდა, სხდომის თავმჯდომარე თემაზე ორიენტირებას მოითხოვდა.

ამის მიუხედავად, საუბარს ისე არ ჩაუვლია, რომ პოლიტიკურ მხარეებს ბოლო ტრაგიკულ მოვლენებზე საკუთარი აზრი არ დაეფიქსირებინათ.

იმ პოლიტიკური განხეთქილების ფონზე, რომლის მოგვარებაშიც რამდენიმე თვის წინ ევროკავშირი პირადად იყო ჩართული, ევროპარლამენტარების ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ 5-6-მა ივლისმა ვითარება კიდევ უფრო მეტად გაართულა. მთავარი, რისი შეხსენებაც მათ პოლიტიკოსებისთვის სურდათ, ის იყო, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა მათი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა.

ევროპარლამენტარებმა საქართველოზე უფრო სიღრმისეული საუბრები უახლოეს მომავალში, ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში დააანონსეს, რომლის იდეაც, თავის დროზე, მედიაციის პროცესში გაჩნდა.

დღის ამბები