28 ნოემბერი 2024,   12:40
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა რუსთავში მსხვერპლით დასრულდა - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი

27 წლის ბიჭი მეგობრის თვალწინ რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, გამთენიისას მოკლეს. მოტივი უცნობ გამვლელებთან სიტყვიერი შელაპარაკება გახდა. დანით დაჭრილი ახალგაზრდა ამ ადგილას სასწრაფო დახმარების ექიმებს სისხლისგან დაცლილი დახვდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნასვამმა თავდამსხმელებმა ხელჩართულ ჩხუბში გარდაცვლილის მეგობარიც დაჭრეს. ის ამ დრომდე რუსთავის კლინიკაშია და მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, სტაბილურად მძიმეა.

"კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელები გარდაცვლილს არ იცნობდნენ, მოკლული და დაჭრილი რეგიონიდან რუსთავში სტუმრად იმყოფებოდნენ.

დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. მომხდარზე გამოძიება მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით გრძელდება.

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები