28 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
ბათუმში პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი მეტი თავისუფლების" ოფისი გაიხსნა

ბათუმში პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი მეტი თავისუფლების" ოფისი გაიხსნა. გახსნას მხარდამჭერებთან ერთად პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ესწრებოდა.

მისი განცხადებით, დედაქალაქის შემდეგ ეს პირველი ოფისია, რომელიც რეგიონში გაიხსნა და რომლის კოორდინატორიც თემურ გორგაძე იქნება.

პარალელურად, "გირჩი მეტი თავისუფლება" იწყებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის გუნდის დაკომპლექტებას.

"ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა თბილისს გარეთ "გირჩმა მეტი თავისუფლებამ" გახსნა ოფისი. ყველაფერი არის ადგილობრივების გაკეთებული, დახმარება თბილისიდან არ ყოფილა, მათ შორის, რესურსების მოძიებაც მოხდა ადგილობრივად. გვინდა, რომ ასეთი პრეცედენტები განმეორდეს სხვა ქალაქებში და არა მარტო ქალაქებში, რაიონულ ცენტრებშიც," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები