28 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ზაზა გახელაძის ოჯახის პირველი კომენტარი   

ზაზა გახელაძე გაათავისუფლეს. ოჯახმა საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებისგან გაიგო. 

ზაზა გახელაძე ცხინვალის ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "შეიწყალა". ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.

ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობაში 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთილს ბრალდებით 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ამავე თემაზე
დღის ამბები