რომის პაპი ფრანცისკე საავადმყოფოდან გაწერეს.
84 წლის პაპს გეგმური ოპერაცია ჩაუტარდა. ის რომის ჯემელის სახელობის კლინიკაში 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.
როგორც უცხოური მედია წერს, რომის პაპი სექტემბერში რამდენიმე ქვეყნის მონახულებას აპირებს. წინ რამდენიმე კვირა აქვს ძალების აღსადგენად.