ცეცხლი გაუჩნდა ავტობუსს, რომელშიც 25 ბავშვი იჯდა. შემთხვევა იტალიაში მოხდა. მძღოლმა, რომელსაც არასრულწლოვნები საზაფხულო ბანაკში მიჰყავდა, ძალიან მალე შეძლო მათი გარეთ გაყვანა.
თუმცა, ვითარება გაართულა იმან, რომ ცეცხლი ავტობუსს გვირაბში გაუჩნდა. მეხანძრეებმა ხანძარი ჩააქრეს, მაგრამ ავტობუსი სრულად დაიწვა.