28 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
მეც მაქვს განცდა, რომ ეს თავდასხმა მიზანმიმართული და ორგანიზებული იყო - რატი იონათამიშვილი 5 ივლისის მოვლენებზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილის განაცხადებით, მასაც აქვს განცდა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა მიზანმიმართული და ორგანიზებული იყო.

თუმცა საბოლოო პასუხი 5-6 ივლისის მოვლენებზე გამოძიებამ უნდა გასცეს, რისთვისაც მისი განმარტებით ჯერ მხოლოდ მცირე დროა გასული.

"თქვენ გაქვთ ლოგიკური განცდა იმისა, რომ ეს თავდასხმა სხვადასხვა ლოკაციებზე, დაახლოებით 20 ლოკაციაზე, იყო მიზანმიმართული და ორგანიზებული. ეს განცდა მეც მაქვს, მაგრამ ამაზე ამომწურავი პასუხი უნდა გაგვცეს გამოძიებამ. ჩვენი ვალდებულებაა, ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ეს გამოძიება იყოს ეფექტური.

ჩვენთვის შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა შთაბეჭდილებიდან და განწყობიდან გამომდინარე 5 ივლისის შემდეგ, მაგრამ გასული არის ზუსტად 1 კვირა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზებაზე და ამაზე გვექნება ფოკუსირება, მე ვფიქრობ, რომ 7 დღე არ არის ის ვადა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ დადგენა თავისი მტკიცებულებებით და საგამოძიებო პროცედურებით მოხდა გვიან. ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების ფარგლებში შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმაში, რომ ეს საკითხი იყოს ამომწურავად პასუხგაცემული ჩვენი სამართალდამცველების მხრიდან," - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები