28 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
შეიძლება, რომ ეს ძვირფასი თვეები დავხარჯოთ იმაზე, გადადგება თუ არა ღარიბაშვილი? არ მინდა, რომ გადადგეს - ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ მისთვის უშინაარსოა ოპოზიციის მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ოპოზიცია არსებულ მთავრობას მარიონეტად მიიჩნევს. როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა, მას პირიქით, არ სურს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში რაიმე მკვეთრი ცვლილება განხორციელდეს:

"ხომ უნდა შეგვეძლოს ვთქვათ, რა არის ჩვენი მიზანი? არის დასჯა შს მინისტრის და ღარიბაშვილის, რაც ჩემი აზრით სრულიად უშინაარსოა, ოპოზიცია დღეს ამას ითხოვდეს სასაცილოა ჩემი აზრით. იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები არიან მარიონეტები, ანუ ხელისუფლება არის სრულიად განსხვავებული ადამიანების ჯგუფის ხელში ვიდრე ჩვენ ამას ვუყურებთ. თუ ასეთი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას, რა მნიშვნელობა აქვს ღარიბაშვილი იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუ კობახიძე ჩაანაცვლებს. შეიძლება, რომ ეს ძვირფასი თვეები, ანუ ორნახევარი თვე დავხარჯოთ იმაზე გადადგება თუ არა ღარიბაშვილი? აი, საერთოდ არ მაინტერესებს, პირიქით, არ მინდა რომ გადადგეს, ანუ მინდა რომ მშვიდად მივიდეთ 2 ოქტომბრამდე,"- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები