28 ნოემბერი 2024,   12:41
ვრცლად
ლითონის უზარმაზარი ევროკავშირის დროშა და კორონავირუსის სკულპტურა - ბულგარელი არტისტის ივ ტოშაინის ნამუშევრები საქართველოშია

ბულგარელი არტისტი ივ ტოშაინი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ექსპოზიციას ამზადებს. ეს არის სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევრები, რომელიც არტისტის სხვადსხვა სათქმელს გამოხატავს.

უჟანგავი ლითონისგან შექმნილი უზარმაზარი ევროკავშირის დროშა, უზარმაზარი სკულპტურა, რომელიც ფორმით კორონავირუსს ჰგავს, ნეონის წარწერები, ვიდეო არტი. ამ ნამუშევრების ერთობლიობით არტისტი დემოკრატიას, სიკვდილის, სიცოცხლის, ჩაგვრისა და თანასწორობის თემებს მიმოიხილავს.

ნამუშევარი რამდენიმე წლის წინ იყო ნაჩვენები ვენაში, ბელვედერის მუზეუმში. 2017 წელს კი ლინცში, ლენტოსის მუზეუმში გამოიფინა. საქართველოში კი არტისტის ეს პირველი პერსონალური გამოფენაა.

დღის ამბები