28 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
გართულებული ეპიდვითარება საქართველოში - როგორ ხვდება ჯანდაცვის სიტემა მოსალოდნელ მე-4 ტალღას და "დელტა" შტამის გამოწვევებს

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საშიშ ნიშნულს მიუახლოვდა - მე-4 ტალღა, რომ გარდაუვალია ამაზე მედიკოსები უკვე ღიად საუბრობენ. დადებითობის თითქმის 6%-ანი მაჩვენებელი ინფიცირებულთა რაოდენობაზე პირდაპირ აისახა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რეკორდულად მაღალი 1900-მდე ახალი შემთხვევა დღეს პირველად გამოვლინდა.

შემთხვევების მატების პარალელურად ყოველდღიურად მზარდია "დელტა" შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა. ვირუსის ინდური ვარიანტის ცირკულაციამ უკვე 20%-ს გადააჭარბა. COVID-ის ახალი ფორმა კი, ორგანიზმს უფრო ადვილად აზიანებს. ის საშიში განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა.

შემთხვევების მატება მძიმედ პირველ რიგში კლინიკებზე ისახება. ქვეყანაში ახალი შტამის გავრცელება საავადმყოფოებში ადგილების გადატვირთვას იწვევს. დაგვიანებული მკურნალობა და ჰოსპიტალიზაციის პრობლემა, კი თავის მხრივ ფატალური შემთხვევების რისკებს საგრძნობლად ზრდის.

ფაქტი, რომ იმუნიზაცია ადამიანების სიცოცხლეს იცავს სტატისტიკითაც დასტურდება. ქვეყანაში სრულად აცრილებიდან მხოლოდ 0.3 მეათედი პროცენტი დაინფიცირდა და არცერთი გარდაცვლილა. ამ მიზეზით პანდემიასთან ბრძოლისა და გამკლავების ერთადერთ გზას მედიკოსები ვაქცინაციას ასახელებენ.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური, მძიმე სიტუაცია შესაძლოა ახალი შეზღუდვების დაწესების მიზეზი გახდეს. აცრის უპირატესობა საკუთარი და სხვისი სიცოცხლის დაცვასთან ერთად, მოგზაურობის უფლება და რეგულაციებისგან გათავისუფლებაცაა.

დღის ამბები