58 წლის მარტინ კორდიმ, რომელიც ბრისტოლში ცხოვრობს, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების აღსადგენად პეტიცია შექმნა. ამის შესახებ BBC იუწყება.
პეტიციას უკვე 185 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.
კორდი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა აქვს და შეშფოთებულია რეგულაციების შემსუბუქების გამო.
კორდს სურს, რომ ნიღბები სავალდებულო დარჩეს ვიდრე, არ მოხდება Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად არ შემცირდება და უფრო მეტ ადამიანი არ აიცრება.
კორდის თქმით, როცა 2020 წლის მარტში კარანტინი პირველად გამოცხადდა, სახლიდან ფაქტობრივად, არ გადიოდა და მხოლოდ მეზობლების კეთილშობილების იმედად იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიღებული აქვს, ფიქრობს, რომ სახლის დატოვება მაინც საფრთხის აყენებს.
"სუპერმარკეტში ან მაღაზიაში ხალხი გიახლოვდება, რათა დახლიდან რაღაც ჩამოიღონ, რიგში შენ წინ ან უკან დგანან, ასე რომ, ამას ვერ გაექცევი. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება ის უმნიშვნელო მსხვერპლია, რის სანაცვლოდაც ეპიდსიტუაციის გაკონტროლებას შევძლებთ," - ამბობს მარტინ კორდი.