28 ნოემბერი 2024,   12:49
ვრცლად
"გულანთებული კაცი ვარ, რომელიც ტრადიციების წაბილწვას არავის დააშვებინებს"- რას აცხადებს ლექსო ლაშქარავაზე ძალადობაში ბრალდებული

ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განცხადება გააკეთა. 

"მე ვარ ქართველი გულანთებული კაცი, რომელიც ტრადიციების წაბილწვას არავის დააშვებინებს. მე ვარ ღარიბი, მაგრამ გულით მდიდარი კაცი. მე ვარ ქართველი არ ვარ მოძალადე, ჩემი ისტორია სუფთა.

მე ვარ მშრომელი კაცი, მე ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდან ვარ, ღმერთმა დალოცოს ჩემი ქვეყანაა," - განაცხადა კუტალაძემ.

კუტალაძე წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს არც მოძალადედ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობისას "TV პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

 

დღის ამბები