28 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
გახელაძესთან დაკავშირებით პოზიტიურ მოლოდინში ვართ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრებია:

"გახელაძესთან დაკავშირებით მოლოდინში ვართ, არსებობს რაღაცა იმედები, პროცესის დაძვრის მოლოდინში ვართ, წინასწარ არ მინდა რამე რომ ვთქვა. ვადებს ვერ გეტყვით, პოზიტიურის მოლოდინში ვართ," - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, ივნისის თვის ბოლოს ზაზა გახელაძის ოჯახს საპატრიარქოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, რომ ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრის გათავისუფლებაზე ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს წერილი მისწერა და ხელისუფლებასთან შუამდგომლობას სთხოვა. ამ შეხვედრის შემდეგ გახელაძის ოჯახმა რადიკალურ პროტესტის დაწყება ერთი თვით გადადო.

დღის ამბები