28 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა სასამართლოსთან კანაფი მიიტანეს

 კანაფი და საპროტესტო გზავნილები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან - ამ ფორმით "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები პარტიის წევრის, გიორგი სლოევის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

"საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გვაქვს, რომელმაც ლეგალურად ცნო ამ მცენარის მოხმარება და ამის გაზრდისთვის ადამიანებს 12 წლით ვიმეტებთ ციხისთვის. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ეს არის უსამართლო. არ შეიძლება ადამიანებს ასე რეპრესიულად ვექცეოდეთ და ვძალადობდეთ. რეალურად, თვითონ არიან დამნაშავეები, ვინც ამის შემოქმედია, რომ ადამიანს ამის გამო უმოწყალოდ კეტავს ციხეში," - ამბობს პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" წევრი ბადრი გრიგალაშვილი.

სასამართლოსთან შეკრებილებმა სიმბოლურად კანაფი მიიტანეს. "გირჩის" წევრების თქმით, სლოევს კანაფის გამო 6 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები